ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს ჩატარდება

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ 30 მაისს 14:00 საათისთვის გადაიდო.

მელიას პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორების განცხადებით, ისინი დღევანდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ. პროცესზე დასწრებას არ გეგმავდა არც თავად ნიკა მელია.

ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აპირებს. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას - გირაოს პატიმრობით შეუცვლის. იგივე ბრალდებით დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.