"შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს" - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წინასასამართლო პროცესზე განაცხადა.
„აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს დამტკიცდა, რომ საქართველოში მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.
მე კიდევ ერთ, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა გიამბოთ, საერთაშორისო დანაშაულია შესახებ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს "აირზენას" ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.
საქართველოს ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში, ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობად პოზიციონირებს, საკუთარ თავს ნამდვილად აჯობა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე.
გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისსამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაშიდააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. დაკავებისსაფუძველი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქისპასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდკვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება "მტკვარი ჰესის" საქმის განხილვაც.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისკრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლისქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებულიინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინიმართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.