თემურ ქათამაძე საქართველოდან თურქეთში გააძევეს - ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს

თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის, ქვეყნიდან თურქეთში გააძევეს.

ინფორმაცია თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ მისმა მეუღლემ, ნინო კაკულიამ გაავრცელა. „ვერაგულად ღამე გაიყვანეს... ვერ დავემშვიდობე“, — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

 

ინფორმაციისათვის, თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.