ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას.
„დღევანდელი მდგომარეობა ასეთია, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ აპირებენ ისინი უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და დანარჩენი ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა, საამაყოა ის ურთიერთობები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის.
„დღეს, ამ ულამაზეს ქვეყანაში და ამ ულამაზეს ქალაქში აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს, რადგან ის გვახსენებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. ამ ბრძოლას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის 23-საუკუნოვანი ისტორიის. საქართველო, რომელიც არის ძალიან პატარა ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების გზაგასაყარზე. ასეთ პირობებში, ჩვენთვის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ქართველმა ერმა არაერთგზის გამოავლინა გაუტეხელი სული და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ურთულესი ისტორიის მიუხედავად ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა. ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ვამაყობთ მეგობრული ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ხალხსა და იტალიელ ხალხს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული საპირისპიროსკენ და სურთ, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას.
„მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ჯერ კიდევ, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც, ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ, რომ, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დანიშნული ელჩი.
„ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი - ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ და იტალიელ ხალხებს შორისაა და აღნიშნა, რომ მილანი ქართველებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზით - საქართველოს მილანში თბილისის მერი კახა კალაძე წარმოადგენდა.
„ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იტალიასთან, ეს არის - უნიკალური იტალიური კულტურა, უნიკალური ისტორია, სპორტი, სამზარეულო, დაკავშირებული, ამ ძალიან საინტერესო და ულამაზეს ქვეყანასთან.
რაც შეეხება მთავარ თემას, მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო - ბატონი კახა კალაძე, თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში. წლების განმავლობაში, ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და, სწორედ ამ ქალაქში მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამარჯვება. ჩვენ ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, რომელიც ჩვენ დღეს დავათვალიერეთ. ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიაში, მათ შორის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული დიასპორა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამატებით უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის. დასასრულს კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იტალიის მიმართ, იტალიელი ხალხის მიმართ, იმ მრავალწლიანი მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენ თქვენგან. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.