თითოეული ჩვენგანი აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად - ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებს ურთულესი მისია აკისრიათ, რომელიც უდიდეს თავდადებას მოითხოვს.

„ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და, ამასთან, ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც, პროფესიონალიზმთან ერთად, უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.