რა ღირს ნანუკა ჟორჟოლიანის ქურთუკი, რომელიც განხილვის საგნად იქცა

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მირთვას ავრცელებს და მისი ჩაცმულობის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის შესახებ საუბრობს. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშიც ხშირად ექცევა.

სწორედ ერთ-ერთი აქციის დროს მას ძვირად ღირებული ქურთუკი ეცვა, რომელიც მალევე გახდა განხილვის საგანი:

"ქართული ოცნების“ მაჯლაჯუნები არიან გადარეულები, ნანუკას რანაირი ქურთუკი ეცვა, მილიონი ღირსო. მართლა საოცარი ქურთუკია, მეც ძალიან მომწონს, ვგიჟდები, ვიყიდე თუ მაჩუქეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ჩათვალეთ, რომ ვიყიდე, ამის უფლება მაქვს, რადგან არასდროს ვყოფილვარ სახელმწიფო მოხელე, არც ერთი დღით არ დავფინანსებულვარ ხალხის ჯიბიდან. რასაც მინდა, იმას შევიძენ და რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ. სხვათა შორის, ექსკლუზიურად გეტყვით,  უკეთესი ქურთუკებიც მაქვს. 

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ფონდში შეკრებილი ფულით შემიძენია მე ქურთუკი, ამის გამკეთებლები თავად ხართ… სიმართლე გითხრათ, მაქვს კიდევაც ეს წარმოდგენა თქვენზე, რომ ამის გამკეთებლები ხართ. გკოცნით ძალიან ბევრს. არ გაიბეროთ და არ გასკდეთ შურისგან“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში. 

ნანუკა ჟორჟოლიანის ქურთუკი Miu Miu-ს ეკუთვნის, რომლის ღირებულება 5 863 ევროა.