საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მხოლოდ გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული. 

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია," - წერია განცხადებაში.