ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა:
"დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს
სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ს კორესპონდენტს გივი ავალიანს
ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე
სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა Publika-ს ჟურნალისტს მინდია გაბაძეს
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით" - ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.