რუსთაველზე წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეთა დაკავება დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევა დაიწყეს. სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეთა დაკავება დაიწყო.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქცია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს გასცა.