აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება - ჯანდაცვის სამინისტრო

აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, იმ პირთაგან, ვინც მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დაწესებულებაში გადაიყვანა 33 ადამიანი. მათ შორის 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 13 აქციის მონაწილე, ასევე გადაყვანილ იქნა ოთხი მედიასაშუალების წარმომადგენელი. დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციით კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.