ქართველი სპორტსმენები, მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან - სოციალური ქსელით გაჟღერებული პროტესტი

ქართველი სპორტსმენები, მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, ისინი პროტესტს სოციალურ ქსელში გამოხატავენ და სხვადასხვა სახის პოსტებს აზიარებენ:

 ხვიჩა კვარაცხელიამ "ფეისბუქპოსტი" გაავრცელა:

"მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.

ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი. მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!"

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ინსტაგრამზე ეხმაურება.

"სირცხვილია", - წერს "მამარდა" საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეს.

მოვლენებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილიც გამოეხმაურა.

"ასეთი არაადამიანობა როგორ და რისი გულისთვის უნდა გაუკეთო "ქართველმა" ქართველს???! უღმერთოები ხართ ბიჭო??? ღმერთის არ გეშინიათ????? მაინც ვერავინ წაგვართმევს!!!", - წერს ხარაიშვილი საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე.

ვეტერანი კალათბურთელი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია აღნიშნულ პროცესებს საკუთარ "ინსტაგრამზე" ეხმაურება.

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება.

ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას!

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი", - წერს ზაზა ფაჩულია.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც. 

"სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს ერ­თო­ბას და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას. მტკივ­ნე­უ­ლია ვხე­დავ­დე რო­გორ იტან­ჯე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხი. ჩვე­ნი ხმა და მოქ­მე­დე­ბა უნდა იყოს ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ მი­მარ­თუ­ლი“, - წერს გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი "ინ­სტაგ­რამ­ზე".

საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ  "ინსტაგრამზე" განცხადება გაავრცელა.

"ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან.

უნდა შეწყდეს ძალადობა!

საქართველოს მომავალი არის ევროპა!

ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვართ", - წერს ჩაკვეტაძე "ინსტაგრამზე".

საქართველოს ეროვნული ნაკლების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძეც ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობას.

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპული ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა — საქართველოს ადგილი ევროპაშია“, — წერს ზივზივაძე „ინსტაგრამზე“.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა დავით ნინიაშვილიც.

„რთულია, ამ ყველაფერს შორიდან უყურო. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თავგანწირვისთვის“ - დავით ნინიაშვილი.

მასალა განახლებადია.