რაც გავრცელდა, დეზინფორმაციაა, არავინ არ ყოფილა, არავითარი ფაქტი არ ყოფილა - ასპრია

ასპრია ფიტნესში უარყოფენ ტელეკომპანია პირველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათთან ნიღბიანები შევარდნენ.

"რაც გავრცელდა, არის დეზინფორმაცია და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენი რომელიმე კონკურენტი კომპანიის მიერ არის ეს ცრუ ინფორმაცია აგორებული, არავინ არ ყოფილა, არავითარი ფაქტი არ ყოფილა აქ. დამირეკეს მეგობრებმა, რა ხდება შენთან სამსახურშიო, მოვედი, არაფერი არ ხდება...

მედიამენეჯერი ამზადებს განცხადებას, ფეისბუქზე დაიდება... მე უსაფრთხოების ხელმძღვანელი ვარ კომპანიის... დეზინფორმაციას რომ მივრცელებთ, დალეწილია ყველაფერიო, ახლა ავიყვან და ნახონ, სად არის დალეწილი" - უთხრეს ასპრიაში მისულ ტაბულას.

ტელეკომპანია პირველის ცნობით, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზ ასპრიაში ნიღბიანი პირები შეცვივდნენ.

"დაახლოებით 100-მდე ადამიანი ადგილზე კონკრეტულ პირს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა.   მოქალაქეებს, ვინც ამ ფაქტის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა, ფიზიკურად უსწორდებიან" - წერდა TV პირველი.

ასევ, ტაბულას ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ დინამოსთან, სადაც ასპრიას ფილიალია განთავსებული, მართლაც ნახა შავებში პირები, რომელთა შორისაც, მისი თქმით, ნამდვილად იყო "ხარება". თუმცა, თვითმხილველს არ დაუნახავს ასპრიაში სპეცრაზმის შესვლა.

წყარო: ტაბულა