მარნეულში, სამხედრო ბაზაზე ახალწვეული ჯარისკაცი დაიღუპა

მარნეულში სამხედრო ბაზაზე  ახალწვეული ჯარისკაცი დაიღუპა- ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერიდანაა (ფახრალო).

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად მოხდა. 

სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.