"ორი კვირა რომ სიგარეტი არ მოვწიოთ, ქვეყნის ეკონომიკა აყანყალდება..." - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"ხალხო, უფრო სწორად, ნამდვილო ხალხო, ნარჩევო ხალხო, მაშასადამე მწეველებო, სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ ალყაში ვართ! კიდევ ერთხელ გაგვიბედეს, დაგვამცირეს, დაგვჩაგრეს - პაპიროსი გაგვიძვირეს!!!

ჩემს მეგობარს Gela gelka- ს აქვს იდეა და თუ ჩვენ ეს შევძელით, ქვეყანა ჩვენს სახელს სანთლებად აინთებს, მაგრამ რთულია და გაფიცვუკა კი არაა, არამედ გაფიცვების გაფიცვაა, ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვაა:
ორი კვირა რომ სიგარეტი არ მოვწიოთ, ქვეყნის ეკონომიკა აყანყალდება და ყველა პირობაზე წამოვა მთავრობაც, დისტრიბუტორიც, მწარმოებელიც, იმპორტიორიც და ექსპორტიორიც.
ხართ მზად ნამდვილი გმირობისთვის?
 
თუ ერთი მწეველიც კი გვიღალატებს, მიზანი ვერ მიიღწევა.
ხართ მზად შევცვალოთ მზაკვართა გეოპოლიტიკა და წინ აღვუდგეთ მწეველთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას?"