რა უნდა ვიცოდეთ დემენციის შესახებ - მორიგი თავსატეხი კაცობრიობისთვის

უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პრობლემას ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დემენციას განმარტავს, როგორც მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებას, რაც ქცევაზეც მოქმედებს და ადამიანს ხშირად ელემენტარული საყოფაცხოვრებო საქმის კეთებაც უჭირს. დემენციით, როგორც წესი, 60 წლის ზემოთ ადამიანები ავადდებიან. მსოფლიო სტატისტიკა ამჟამად 47 მილიონზე მეტ დემენციის მქონე პირს ითვლის, მაგრამ ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის 75 მილიონს გადააჭარბებს. 60-70 პროცენტ შემთხვევაში დემენცია ალცჰაიმერის დაავადებით არის გამოწვეული.

ის, რაც სინამდვილეში დემენციაა, ხალხი ხშირად ან სკლეროზად მოიხსენიებს, ან რაღაც ამის მსგავსად. ნათია ფირაშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „აქტიური დაბერება საქართველოში“, ამბობს, რომ საქართველოში დიდი პრობლემაა სათანადოდ უმკურნალო და მოუარო ადამიანს, რომელსაც დემენცია აქვს..

სტატია სრულად ნახეთ აქ: