თამბაქოს წარმოება საქართველოში ლიცენზირებულ საქმიანობად იქცა

თამბაქოს წარმოება საქართველოში ლიცენზირებულ საქმიანობად იქცა - 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა რეგულაციები, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ მწარმოებელ კომპანიებს მოუწევთ ლიცენზირების სტანდარტების დაცვა და პირობების დარღვევისთვის დაწესდება ჯარიმები.

ახალი წლიდან თამბაქოს წარმოება ლიცენზიის გარეშე 10 000 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 50 000 ლარი იქნება.

თამბაქოს წარმოება ლიცენზიის პირობების დარღვევით 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

2024 წლის ივლისში პარლამენტმა სწრაფად განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოება ლიცენზირებულ საქმიანობად იქცა. ლიცენზიის მოსაკრებელი 50 000 ლარია.