აღმოსავლური ჰოროსკოპი პირდაპირ კავშირშია მთვარის კალენდართან, ამიტომ გველის წელი დაიწყო არა 2025 წლის 1-ელ იანვარს, არამედ 29 იანვარს დაიწყება და დასრულდება არა დეკემბრის ბოლო დღეს, არამედ გაცილებით გვიან, 2026 წლის 16 თებერვალს. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი გველი, არამედ ხის გველია – ენერგიული, მოხერხებული და კრეატიული. თუ გსურთ მისი მბრძანებლობის პერიოდი სასიკეთოდ გამოიყენოთ, დაგეგმეთ ამ წელს დიდი საქმეები. ასევე, 29 იანვარს, საქართველოს დროით 16:35 საათზე მთვარე განაახლებს თავის ციკლს - მერწყულის ნიშანში. ხაზს ვუსვამ, რადგან მზეც ამავე ნიშანში გვაქვს და ამასთანავე, მერწყულის მმართველი ინოვაციების, ცვლილებების, ახალი ენერგიის, თავისუფლების და სულიერების პლანეტა ურანი 5 წლიანი რეტროგრადულობის შემდეგ პირველად გახდება დირექტული. ასეთი მოვლენები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შემთხვევითობა ამ სამყაროს არ სჩვევია.
ამ კალენდარში ყოველი წელი გარკვეულ ცხოველთან ასოცირდება: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. ეს ცხოველები მონაცვლეობენ და ქმნიან 12-წლიან ციკლს.
გარდა ამისა, ჩინური კალენდარი იყენებს ხუთი სტიქიისგან შემდგარ სისტემას: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი და წყალი. ყოველი წელი ცხოველს ამ ხუთიდან ერთ-ერთ ელემენტს უკავშირებს და ეს კომბინაცია 60-წლიან ციკლს ქმნის. მაგალითად, თუ, ზოგადად, გველის წელი ყოველ 12 წელში ერთხელ მეორდება, კონკრეტულად ხის გველის წელი ყოველ 60 წელიწადში ერთხელ დგება.
გველის წლის დადგომამდე სასურველია ყველაფერი ძველი, დაზიანებული და არაფრის მომცემი მოიცილოთ. ეს ეხება ნივთებსაც, ადამიანებსაც და საქმეებსაც.
რას უნდა ველოდოთ ხის მწვანე გველის წლისგან
გველს ხშირად მოაქვს გარკვეული მღელვარება და ცვლილებები. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს საზიანო, რასაც განსაცდელები და კატაკლიზმები მოჰყვება. მსგავსი მოვლენები, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია წლის პირველ და მესამე კვარტალში. ამ დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ ჯანმრთელობასა და მატერიალურ მდგომარეობაზე. დანარჩენი პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ სრულად დატკბეთ ცხოვრებით.
3 რამ, რასაც გველები უნდა მოერიდონ:
უიღბლო ფერები: ყავისფერი, ოქროსფერი, თეთრი
უიღბლო რიცხვები: 1, 6 და 7
უიღბლო მიმართულებები: ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი