ხანძარი ლილოში - ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იწვის მაღაზია "7 სპილოს" საწყობი.
არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძარი აფეთქებას მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ძლიერი ცეცხლია, რომლის ლოკალიზებას სახანძრო ბრიგადები ცდილობენ. არსებული სავაჭრო ობიექტებიდან დასაქმებულებს ნივთები გააქვთ.
ჩვენი ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული.