ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში იმღერებს

ევროვიზია 2025-ზე საქართელოს წარმომადგენელი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს იმღერებს.

საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, ლიეტუვა, სომხეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრალია, ლატვია, ჩეხეთი, ისრაელი, მალტა, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი და სერბეთი.

რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: შვედეთი, უკრაინა, სლოვენია, ისლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სან მარინო, ბელგია, კვიპროსი, ხორვატია და ნორვეგია.


თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის.

პირველ ნახევარფინალში მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია, იტალია და ესპანეთი წარდგებიან, მეორე ნახევარფინალში კი – გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართება.