"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.
"უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში," - წერია საია-ს განცხადებაში.
ამაღლობელი 24 დღეა, შიმშილობს.