„ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილი მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„ჩვენთან შემოყვანილია პაციენტი ამაღლობელი და მკურნალობს სტაციონარის პირობებში. ის ჰოსპიტალიზებულია და მკურნალობს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
საია-ს ინფორმაციით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.
წყარო: პირველი არხი