ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია," - წერია განცხადებაში.