"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 46,5% - ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს; 42,1% - უმუშევრობას; 21,0% - ქართველების ემიგრაციას ქვეყნიდან
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? პასუხები ასე გადანაწილდა:
46,5% - მაღალი ფასები
42,1% - უმუშევრობა
21,0% - ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან
18,0% - ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
16,4% - სიღარიბე
15,5% - უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
15,4% - კრიმინალი და დაუცველობა
13,0% - დაბალი ხელფასები
12,0% - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
12,9% - დაბალი პენსიები
11,6% - ზოგადი განათლების ხარისხი
8,3% - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
7,3% - უმაღლესი განათლების ხარისხი
6,8% - სასამართლოს დამოუკიდებლობა
6,5% - ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
6,3% - რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
4,0% - დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
3,8% - ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
3,7% - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
2,3% - სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
2,7% - სხვა
0,3% - ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
0,1% - მიჭირს პასუხის გაცემა
0,4% - უარი პასუხზე
კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.