2024 წელს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 5 563 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშია მოცემული.
5 563 შემთხვვევიდან თბილისში დაწერილია 2 827 საჯარიმო ქვითარი, ქუთაისში - 900, ბათუმში - 947, რუსთავში კი - 889 ფაქტი.
ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ხორციელდება.