17 თებერვალს ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 5. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდი იქნება ახალციხეშიც, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში 11 გრადუსი და უნალექო დღე იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზეა. დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია გორში, სადაც დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით 13 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.