1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -25 გრადუსამდე. ინფორმაცია ამის შესახებ meteo.gov.ge-ზე ვრცელდება.
დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
1 მარტს, შაბათს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -13, -8°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -19, -14°, დღისით -6, -1°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -8, -3°, ზოგან -12°-მდე, დღისით -2, +3°, ზოგან +7°-მდე; მთაში ღამით -15, -10°, დღისით -4, +1°; მაღალმთაში ღამით -18, -13°, დღისით -7, -2°, ზოგან -11°-მდე.
2 მარტს, კვირას დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -12, -7°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -22, -17°, დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -9, -4°, ზოგან -12°-მდე, დღისით -2, +3°, ზოგან +8°-მდე; მთაში ღამით -13, -8°, ზოგან -20°-მდე, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -17, -12°,ზოგან -25°-მდე, დღისით -5, 0°, ზოგან -10°-მდე.