შემოსავლების სამსახურის განცხადებით, უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, რომლებიც თაღლითურ სქემასთანაა კავშირში. მათი ინფორმაციით, SMS-ის ავტორები მოქალაქეთა თანხების დაუფლებას/გამოყენებას ცდილობენ. უწყება კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან.
შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება.
"შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დაბრუნების მიზნით, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას სთავაზობენ.
შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან. თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ მოქალაქეთა თანხების დაუფლებას/გამოყენებას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება.
აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება," - წერია განცხადებაში.