გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს შიდა სივრცე დაატოვებინეს და ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა.
აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.
ამ ეტაპზე, უცნობია ევაკუაციის მიზეზი. სუს-ში განაცხადეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს" ახორციელებს