თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა", - ამის შესახებ Bm.ge-ს "ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს.

"სუსმა ჩაატარა ღონისძიება, ევაკუაცია იყო და შემდეგ სრულად აღდგა ოპერირება. ბოლო 40 წუთია თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა", - გვითხრეს "ტავ ჯორჯიაში".

Bm.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიება დასრულდა, თუმცა დეტალებზე სხვა ინფორმაცია სუსსს არ მოუწოდებია.

 

bm.ge