თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების დედებს ესტუმრნენ, ყვავილების თაიგული და თავდაცვის მინისტრის სახელით მისალოცი ბარათები გადასცეს.