ქუთაისი-საირმეს მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანების მოძრაობაა დაშვებული

 ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ქუთაისი-კურორტი საირმე) მონაკვეთზე,  დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია