მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა - მაშველებმა მძღოლი გადაარჩინეს

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს და მძღოლი გადაარჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.