თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე "ღვინის ქარხანაში" ხანძარია. განძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.
ხანძარი "ღვინის ქარხანაში" არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.