“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს“- ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მათი ცნობით, ეს გადაწყვეტილება რექტორმა სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე მიიღო.
სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღოგადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინურიპასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა”, - წერია უნივერსიტეტის„ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
მათ სოციალურ ქსელში მეილი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.