დიზაინერი დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამზე" ავრცელებს.
„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში.
ქართველი დიზაინერი ბალენსიაგაში მუშაობას 6 ივლისის ჩვენებით დაასრულებს და გუჩის კრეატიულ დირექტორად გააგრძელებს მუშაობას. მისი შემცვლელი ბალენსიაგას ჯერ არ დაუსახელებია.
გუჩი მოდის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც 1921 წელს, იტალიაში, ფლორენციაში დაფუძნდა. 2023 წელს გუჩი მსოფლიოს მასშტაბით 538 მაღაზიას ფლობდა და გაყიდვებით თითქმის 10 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო.