როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში +22 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.