ქობულეთში ავარიას ორსული ემსხვერპლა

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთში ავარიას ორსული ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.

დაშავდა ორი ადამიანი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.