"მზად ვარ, ისტორია კიდევ ერთხელ დავწერო" - მერაბ დვალიშვილი

5 ოქტომბერს მზად ვარ, ისტორია კიდევ ერთხელ დავწერო, – აცხადებს UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენთან ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ.

დვალიშვილი ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც შეხვედრისთვის მომზადებაში დაეხმარა.

„თითქმის დროა. დიდი მადლობა ჩემს სპარინგ პარტნიორებსა და მწვრთნელებს. მათ, ვინც მომზადებაში დამეხმარა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავწერო ისტორია“, – ამბობს მერაბ დვალიშვილი.

34 წლის ქართველი მებრძოლი ამერიკელ კორი სენდჰეგენს 5 ოქტომბერს ლას ვეგასში შეხვდება. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 13 შეხვედრა აქვს მოგებული. მან სუპერმსუბუქი (61კგ) დივიზიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ტიტული ორჯერ დაიცვა.

სენდჰეგენთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ალჯამეინ სტერლინგს გაუთანაბრდება, რომელმაც აღნიშნულ წონაში ქამრის დაცვა სამჯერ მოახერხა.