ფიფა-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი წარადგინა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) წარადგინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი.

დიზაინში გამოყენებულია სამი ფერი – წითელი, ლურჯი და მწვანე, რომლებიც მასპინძელი ქვეყნების სიმბოლიზაციას ახდენენ. ბურთის სახელწოდებაა – TRIONDA.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.