საქართველოსა და ბულგარეთთან მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველოს 11 ოქტომბერს უმასპინძლებს, ხოლო ბულგარეთთან მატჩს 14 ოქტომბერს გამართავს. დე ლა ფუენტემ განაცხადში შეიყვანა ლამინ იამალიც, რომლის ნაკრებში გაშვებაც, გავრცელებული ცნობით, „ბარსელონას“ არ სურდა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (რეალ სოსიედადი).

მცველები: ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკ კუკურელია (ჩელსი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დანი ვივიანი (ბილბაო), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი), დინ ჰაუსენი (რეალ მადრიდი).

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), დანი ოლმო (ბარსელონა), მიკელ მერინო (არსენალი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პედრი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო).

თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ლამინ იამალი (ბარსელონა), სამუ (პორტუ), ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო), ხესუს როდრიგესი (კომო).