საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.

გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა - 6:7 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. 2023 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებს მასპინძლის სტატუსმა მოუტანა, ამჯერად კი ნაკრებმა თავად მოიპოვა გამარჯვება.