7-8 ოქტომბერს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა გზის მონაკვეთზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

მათი ინფორმაციით, შეზღუდვა 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გაითვალისწინონ დროებითი ცვლილებები და გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ.