Bloomberg-ის მონაცემებით, კრიშტიანუ რონალდუ პირველი მილიარდერი გახდა ფეხბურთის ისტორიაში - მისი ქონება $1.4 მილიარდამდე გაიზარდა.
ევროპის უდიდეს კლუბებში, მათ შორის მადრიდის “რეალში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “იუვენტუსში”, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თამაშით და ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორიცაა “Armani” და “Nike”, ამ ქონების ნაწილი დაგროვდა, თუმცა ეს, ცხადია სრული სურათი არ არის.
"Bloomberg“-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რონალდუს ქონება მის ინდექსში შევიდა და ადასტურებს, რომ ის ახლა სპორტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია.
წლების განმავლობაში, პორტუგალიელის შემოსავალი მოდიოდა მაღალი ხელფასების, სასპონსორო გარიგებებისა და პირადი ბიზნეს წამოწყებებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასები ევროპაში, მესის ხელფასს არ აღემატებოდა, ბალანსი 2023 წელს შეიცვალა, როდესაც რონალდუმ კონტრაქტი საუდის არაბეთის კლუბ “ალ ნასრთან” გააფორმა.
ამ ნაბიჯმა პორტუგალიელს წელიწადში $200 მილიონის ოდენობის გადასახადებისგან გათავისუფლებული პაკეტი მოუტანა, რასაც $30-მილიონიანი ბონუსი ემატებოდა. გამოცემის შეფასებით, კრიშტიანუმ 2002-დან 2023 წლამდე, ხელფასის სახით $550 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.