მოკრივე აკაკი ბასარია ევროპის ჩემპიონია

ჩეხეთში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. აკაკი ბასარიამ (70კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან უკრაინელი ვლადისლავ ჩიუნიუკიდაამარცხა.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმა 16 წლის ლუკა ჩხიკვაძემაც (60კგ).

ქართველი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.