გიორის ჭაბუკთა ევროპის თასზე ალექსი გულუამ ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაო მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაო მედალი მოიპოვა.

გიორგი გულუამ ფინალი უკრაინელ ძიუდოისტთან დათმო. გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვაკი სპორტსმენი დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის თასზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.