ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატის გასვლით შეხვედრაში „ლიონთან“ 3:2 გაიმარჯვა.
პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ და „ლიონმა“ ორივეჯერ გაათანაბრა.
33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელები 2:1 დააწინაურა – ეს მისი 33-ე გოლი იყო ევროპის ტოპლიგებში. ამ მაჩვენებლით მან ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს გაასწრო. მათ ტოპ-5 ლიგის გუნდების მაისურით 32-32 გოლი აქვთ გატანილი.
პსჟ-მა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მეორეში ერთი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჟოაო ნევეშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
პსჟ ამ მომენტისთვის საფრანგეთის ჩემპიონატში 27 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 2 ქულით აღემატება.
