თბილისში საფეხბურთო ტურნირში საინგილოს გუნდი იასპარეზებს

20-21 ნოემბერს თბილისში, ვაკის საფეხბურთო მოედანზე სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. 


ტურნირი უკვე მეოთხედ იმართება და მასში 6 გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისში ჩატარებულ საფეხბურთო ტურნირში აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველების გუნდი „საინგილო“ მონაწილეობს.


20 ნოემბერს დილის 10 საათზე ვაკის საფეხბურთო მოედანზე (მის. ჭავჭავაძის პრ. 49) ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც თამაშები დაიწყება. 
ტურნირზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია და ინგილო ქართველებს შეუძლიათ დაესწრონ და უგულშემატკივრონ ტურნირის დებიუტანტ საფეხბურთო გუნდ „საინგილოს“.

ავტორი: გიორგი კერესელიძე