ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 23:45 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა:

მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.