საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

ტაილანდში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ოთხი - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა.

გვანცა ზადიშვილი ხმლით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია,

ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში ვიცე-ჩემპიონი, რაპირით ასპარეზობაში კი ბრინჯაოს პრიზიორია.

ირმა ხეცურიანი ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ქართველი პარამოფარიკავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.