ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია.
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული ტურნირის ფინალში ბაჩოშვილმა მექსიკელი ედუარდო საგასტეგი იპონით დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი კოსოვოელ, ავსტრალიელ და ისრაელელ მოწინააღმდეგეს აჯობა.
